ქუჯი - ტრადიციების ერთგული და სიახლეების მაძიებელი
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი `ქუჯი~ უკვე ექვსი წელია ყოველწლიურად ტარდება და უფრო და უფრო მასშტაბური და პოპულარული ხდება იმ მარტივი მიზეზით, რომ სრულიად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია. უფრო მეტიც, ამართლებს თავის სახელწოდებას, ერთობისა და სიყვარულის სიმბოლოდ გვევლინება. `ქუჯი აერთიანებს!~ - ამ სლოგანის ქვეშ მოიაზრება სხვადასხვა თაობის, პოეტური სტილისა და ხელწერის, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ იდეის მატარებელი მწერლების ერთობა, დაფუძნებული ურთიერთმიმღებლობასა და სიყვარულზე. სამშობლოს უკეთესი მომავლის გზების ძიების, სიახლეების დამკვიდრების სურვილი და ტრადიციებისადმი პატივისცემა - `ქუჯის~ პრეროგატივაა. `ქუჯი~ არც მომავალში უღალატებს ამ მრწამსს. არსებობს იმის ყველანაირი წინაპირობა, რომ ფესტივალის არეალი გაფართოვდეს, მოიცვას არა მხოლოდ საქართველო, არამედ გავიდეს საზღვრებს გარეთ და გახდეს საერთაშორისო. წინ სიახლეები გველის და ამ გამოწვევას მთელი გუნდი სიამოვნებით ვხვდებით!